пятница, 21 мая 2010 г.



პროექტის სახელი: ,,სამეფო ტანსაცმელი''


პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ტანსაცმელს, შეადარებენ მათ ერთმანეთთან და შეეცდებიან შექმნან თითო ნიმუში.


პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ევროპისა და აზიის სამეფო ტანსაცმლის შესახებ. აღწერენ სამეფო ტანსაცმლის მორთულობას, გამოიკვლევენ ძვირფასი ქვების დასახელებას, მათ რაოდენობას და გაარკვევენ რომელი ქვეყნის სამეფოში, რომელ ძვიორფას თვლებს ანიჭებდნენ უპირატესობას. იყო თუ არა ეს დაკავშირებული რელიგიურ წარმოდგენებთან. მოიპოვებენ მასალას სამეფო გვირგვინებისა და ბისონების შესახებ. ამასთანავე შეეცდებიან მოძიებული მასალების მიხედვით შრომის გაკვეთილებზე შექმნან სამეფო ტანსაცმლის მინიატურული ნიმუში და წარმოადგენენ პრეზენტაციებს ფოტო მასალითა და სამეფო ტანსაცმლის მინიატურული ვერსიებით.


მონაწილეთა ასაკი: 14–17 წელი.


ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე.


პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: კვლევა, მოძიებული მასალის პრეზენტაცია, პლაკატების წარდგენა, დისკუსია.


მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან ევროპისა და აზიის სამეფო ჩაცმულობას, გამოიკვლევენ მსგავსებასა და განსხვავებას და საკუTარი ხალით შექმნიან სამეფო ტანსაცმლის ნიმუშს.


სარგებელი სხვებისათვის:ევროპისა და აზიის სამეფო ტანსაცმლის ელექტრონული ვერსია, რომელიც განთავსებული იქნება ინტერნეტში.


სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.


საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ისტორიაში, გეოგრაფიაში, რელიგიასა და შრომაში.


პროექტის ფასილიტატორი: ნანა ბიჭაშვილი


პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nanabichashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий